LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვავილები და ტრადიციული, ემოციური ჰაკა ახალ ზელანდიაში, ტერაქტის ადგილას [ვიდეო]

113
new zeland

ახალ ზელანდიაში ტერაქტის ადგილას, სადაც დაღუპულების მემორიალი ყვავილებითაა შემკული ემოციური ჰაკა შეასრულეს. ამის შესახებ BBC წერს.

ვრცელდება ტრადიციული ცეკვის ორი ვიდეო: ერთ ვიდეოში ბაიკერები ჩანან, რომლებიც ჰაკათი გმობენ მომხდარ თავდასხმას, მეორე ვიდეოში კი ახალზელანდიელი კაცი ჰაკას მარტო ასრულებს[ცნობისთვის, ტრადიციული ჰაკა ჯგუფური ცეკვაა].

ტრაგედიის ადგილას ყვავილების თაიგულებით მიდიან ახალი ზელანდიის მოქალაქეები და ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

ბოლო ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა“ ჩაიდინა.

 

კაცს, რომელიც 15 მარტს ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის თავდასხმაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტი წინასწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება.

ტერორისტული აქტიდან მალევე ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ტერაქტის ადგილიდან ამოღებული იარაღის ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია. სუსმა ახალ ზელანდიაში ნაპოვნ ქართულწარწერიან იარაღზე სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები