LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ბავშვის კლინიკაში გადმოყვანა აუცილებელი არ არის – ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

128
BeFunky-collage (7)

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე, გაწერის კრიტერიუმებსა და პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკაზე იმსჯელა.

როგორც “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”  ციციშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა, ბავშვებში შემთხვევების რაოდენობის ფონზე, სამინისტროს მხრიდან არის მზაობა, რომ კლინკებში ბავშვების განთავსების კრიტერიუმები გადაიხედოს.

“არის გარკვეული ქმედების გაიდლაინი, რომელზეც დღესაც მიდიოდა მსჯელობა სამინისტროში. არის გაიდლაინი, როდესაც პაციენტს ბინაზე მართავს ონლაინ კლინიკის ექიმი, აფასებს ყურადღებით და შემდგომში თუ ჩათვლის საჭიროდ, 112-ის ბრიგადას უშვებს შესამოწმებლად ბინაზე და თუ საჭირო იქნება სასწრაფო ბრიგადას მოჰყავს ბავშვი კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.

შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება სასწრაფოს ბრიგადის მიერ ბინაზე შემოწმების შემდეგ და პლუს ონლაინ ექიმის მიერ დისტანციურად. იყო მომენტი, რომ ბავშვების შემთხვევაში უფრო მეტი სიფრთხილით მიდიოდა სახელმწიფო და ამიტომ ყველა ბავშვს, რომელსაც კოვიდინფექცია ჰქონდა და ტემპერატურა აღენიშნებოდა, მაინც კლინიკაში მიგვყავდა.

შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ამ რეალობამ აჩვენა, რომ არ არის ყველა ბავშვის კლინიკაში გადმოყვანა ასეთი აუცილებელი და ბინაზე მართვაც არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, ეს საკითხი საკმაოდ მოკლე პერიოდში გადაიხედება.

ძალიან ბევრი ბავშვი დარჩება თავის ჩვეულ გარემოში, ნაკლებ სტრესში. ახალ გარემოში მოხვედრა, პლუს რაღაც მანიპულაციები, ეს იქნება სისხლის აღება თუ ტომოგრაფიის გადაღება, დამატებითი სტრესის მიყენება ნამდვილად არ არის მიზანი”,- განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.