LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთი ქართველი მოხვდა

520

ერთ-ერთ რუსულ საიტზე საბჭოთა კავშირის ყველა დროის ნაკრები შეადგინეს. ამ სიმბოლურმა გუნდმა ჩვენი ყურადღება ბუნებრივია იმით მიიქცია, რომ საინტერესო იყო როგორ დააფასებდნენ ქართველ ფეხბურთელებს. ძირითად თერთმეტეულში ერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ეს გახლავთ მურთაზ ხურცილავა. სწორედ მის ალტერნატივად დაასახელეს კიდევ ერთი ქართველი ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე.

 
აი რა განმარტება ერთვის თან მურთაზ ხურცილავას:
პირველი ქართველი, რომელიც სსრკ ნაკრების კაპიტანი გახდა. 1968 წლის ევროპის პირველობის ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები უნგრეთის დამარცხების შემდეგ გავიდა (3:0 – ბუდაპეშტში წაგებული 0:2-ის შემდეგ). ერთ-ერთი გოლი შეტევაში ჩართულმა ხურცილავამ გაიტანა. დაცვაში მოთამაშე ხურცილავამ თბილისის „დინამოსა“ და ნაკრებში 22 გოლი გაიტანა.
იოჟეფ საბო იხსენებდა: „ხურცილავა იყო უნიკალური პერსონალური თამაშისას, ინგლისში ბრწყინვალედ ითამაშა სანდრო მაცოლას წინააღმდეგ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მწვრთნელები უხსნიდნენ მურთაზს, თუ როგორ უნდა ეთამაშა ამა თუ იმ ფორვარდის წინააღმდეგ, ის კი მკვეთრად მოუჭრიდა: არ გინდა, უბრალოდ მითხარი რა ნომერია“.
1972 წელს ხურცილავა ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა (გფრ-სთან 0:3) და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ფრანც ბეკენბაუერთან, პაულ ბრაიტნერთან და რეზო ძოძუაშვილთან ერთად. იმავე ზაფხულს ხურცილავამ მიუნხენის ოლიმპიადის ბრინჯაო მოიპოვა.

 

მართალია, ყველა დროის საბჭოთა ნაკრების შედგენისას არჩევანი ძალზე დიდია და ეს ურთულესი საქმეცაა, თუმცა ალბათ ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს, რბილად რომ ვთქვათ, გული დაწყდება იქ მტკვრისპირელ გარინჩას, მსოფლიო დონის ვირტუოზ მიშა მესხს რომ ვერ ნახავს. კამათი კიდევ ბევრ მათგანზე და გაუთავებლად შეიძლება, თუნდაც სლავა მეტრეველსა და გიორგი სიჭინავაზე, ანაც 80-იანი წლების „დინამოელებზე“. თუმცა ეს ერთ-ერთი კერძო ვერსიაა და შემდგენლების გემოვნებაზეა მორგებული. ჩვენ კი წარმოგიდგენთ რუსული ვერსიით საბჭოეთის სიმბოლურ გუნდს.

 

მეკარე
ლევ იაშინი
ალტერნატივა: რინატ დასაევი

დაცვა
ალბერტ შესტერნიოვი
ალტერნატივა: ანატოლი მასლენკინი

მურთაზ ხურცილავა
ალტერნატივა: ალექსანდრე ჩივაძე

ანატოლი დემიანენკო
ალტერნატივა: ვლადიმირ ბესონოვი

 

ნახევარდაცვა და შეტევა
ვალერი ვორონინი
ალტერნატივა: იური ვოინოვი

იგორ ნეტო
ალტერნატივა: ვიქტორ კოლოტოვი

ფიოდორ ჩერენკოვი
ალტერნატივა: ალექსანდრ ზავაროვი

იგორ ჩისლენკო
ალტერნატივა: იგორ ბელანოვი

ედუარდ სტრელცოვი
ალტერნატივა: ნიკიტა სიმონიანი

ოლეგ ბლოხინი
ალტერნატივა: ვალენტინ ივანოვი

ვსევოლოდ ბობროვი
ალტერნატივა: ვიქტორ პონედელნიკი

 

მწვრთნელი
გავრილ კაჩალინი
ალტერნატივა: ვალერი ლობანოვსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g