LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება“ – ირაკლი კობახიძე

132
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება, დანარჩენი კი სპეკულაციებია“.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა.

„ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები თვეებია გრძელდება. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა. შესაბამისად, ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება. დანარჩენი სპეკულაციებია! გვესმის, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი. აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად, ყველა საელჩოში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები. დანარჩენი – ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციებია“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები