მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი არჩევანი გააკეთა. მან კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა.
„თბილისში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იყო დილის 8 საათზე, რაც საიმედო მაჩვენებელია. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და დავირაზმოთ საერთო მომავლისთვის“, – აცხადებს თამრიკო ჭოხონელიძე.
ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.