მსოფლიო ჩემპიონატზე 32 ნაკრებია და ბევრ მათგანს ისეთი მოთამაშები ყავს, რომლებიც სხვა ქვეყნებში არიან დაბადებულები. ამაში გასაკვირი არაფერია დღევანდელი მიგრაციული პროცესებისა და ლიბერალური პოლიტიკის გათვალისწინებით.
მაროკო, ტუნისი და სენეგალი ლიდერობენ ფეხბურთელების რაოდენობით, რომლებიც სხვა ქვეყნებში დაიბადნენ. ძირითადი „მიმწოდებელი“ საფრანგეთი გახდა – ეს სამი აფრიკული ქვეყანა ადრე საფრანგეთის კოლონიები იყვნენ. თუმცა თავის მხრივ საფრანგეთის ნაკრებიც სავსეა ეთნიკურად სხვა ქვეყნის შვილებით.
ევროპულ ნაკრებებს შორის კი ყველაზე მეტი მიგრანტი შვეიცარიას ყავს.
