„ყველა ღონისძიება მაქვს გაყინული და გაჩერებული!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეპერი ალექსანდრე ქავთარაძე „ლექს-სენი“ წერს.
„არა უშავს, მთავარია სამშობლო!“, – წერს „ლექს-სენი“.
ცნობისათვის, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.
საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არიან მუსიკოსებიც.