მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კარმა მის საკეთილდღეოდ შემოტრიალდა.
დოროყაშვილი წერს, რომ ახლა მზად არის ყველა უსამართლო ადამიანს შესაბამისი პასუხი გასცეს.
“საბედნიეროდ კარმა ძალიან სამართლიანი აღმოჩნდა ჩემთვის! ყველა კითხვაზე გამცა პასუხი და ყველა იმ ადამიანს ერგო ის პასუხი, რა პასუხის ღირსებიც იყვნენ ჩემს წინაშე! მადლობა სამყაროს, რომ გავძლიერდი მაგრამ არ გავბოროტდი!!! ახლა კი მზად ვარ ყველა უსამართლო ადამიანს, რომელიც უბრალოდ დაგეგმავს რომ ტყვია დამიმიზნოს შუბლი გადავუხსნა!!!”,- წერს ნეკა დოროყაშვილი.