LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პოლიტიკური სუბიექტი დემოკრატიული ფასეულობის ერთგული არაა: ანრი ოხანაშვილის თქმით, ამის ნათელი მაგალითი შალვა ნათელაშვილია

56
ანრი ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა  ოპოზიციას სამართლიანი და  ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებები შესთავაზა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” ოპოზიციის როლი ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და შესაბამისად, მათ ამ მოლაპარაკებების შემდგომ, რაიმეს დათმობაზე არ უნდა ისაუბრონ. 

“ის კი არ ისაუბრონ, რომ რაღაც დათმეს, ვინმემ რაღაც წააგო, არა – მათ შეუნარჩუნდეთ სახე, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველი პარტიაც იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალა, რომელმაც შეძლო ოპონენტებთან, აზრთა სხვადასხვაობის მოუხედავად, პოზიციების დაახლოება. ჯამში, ჩვენ, ყველა  ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის გავერთიანდით,” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ახლა რესურსი პოზიციების დაახლოებისთვისაა, ხოლო ხელისუფლება ოპოზიციას არ შესთავაზებდა ისეთ წინადადებებს, სადაც მოლოდინი შეიქმნებოდა, რომ რაიმე ფორმით პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია მოხდებოდა. ოხანაშვილის განცხადებით, მათი მთავარი საზრუნავი საერთო კონსენსუსია.

“ეს პროცესი არის დამახასიათებელი ევროპული ტიპის დემოკრატიებისთვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება და ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ერთგვარი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამას ვერ გაუძლებს უბრალოდ და გუშინ იყო ამის ნათელი დემონსტრირება.

ყველა პოლიტიკური სუბიექტი არ არის დემოკრატიული ფასეულობის ერთგული, არ არის მოწადინებული იხელმძღვანელოს დასავლური ღირებულებებით და ამის ნათელი მაგალითი იყო შალვა ნათელაშვილის შემთხვევა. თუმცა, ის გაუძლებს ამ პროცესს, ვისაც ნამდვილად ანაღვლებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და ვფიქრობ, ამის რესურსი არის,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g