LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა ქალმა უნდა მოიკრიბოს ძალა და ამაზე ხმამაღლა ისაუბროს” – ქეთევან ზანდუკელი

41
canva-photo-editor (2)

თემა, რომელსაც არაერთხელ შევეხეთ – ქალთა მიმართ ძალადობა. ეს არის საკითხი, რომელიც საკმაოდ ვრცელია, ბევრი მიმართულება აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ დღევანდელ გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა. ქეთევან ზანდუკელი – ადვოკატი, იურისტია ჩვენი სტუმარი.

– განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, უფრო და უფრო საჯარო ხდება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, ანუ ადამიანები უფრო დაუფარავად საუბრობენ ამაზე. თქვენს პრაქტიკაში რა ტიპის ძალადობის შემთხვევებია

– კი, დღეს ე. წ. მსხვერპლს გაუჩნდა იმის განცდა, რომ შეიძლება ამაზე ხმამაღლა ისაუბრეს, კონკრტულ უწყებებს მიმართოს, რის შედეგადაც ის მიიღებს იმ დაცვას, რაც დღევანდელი კანონის ფარგლებში გვაქვს. გამოვყოფთ ორი სახით დაცვას – 1. პატრულში დარეკვა, რათა იმ დროს აღიკვეთოს ძალადობა. 2. სასამართლოსთვის მიმართვა. ეს არ არის იმ წუთას რეაგირება ცხადია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია. ეს უფრო ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების დროს ხდება. თუ პატრული შემაკავებელ ორდერს წერს, სასამართლო – დამცავ ორდერს გამოწერს. განსხვავებაა ვადებში. შემაკავებელი ორდერს ერთი თვის ვადა აქვს, როცა მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება. სასამართლოს შემთხვევაში შეიძლება დამცავი ორდერი 6 თვით მოვითხოვოთ.

– თქვენ რა დროს მოგმართავთ ე. წ. მსხვერპლი, რა დროს იწყება იურისტის ჩართულობა, როცა პოლიციაში უკვე განაცხადეს, როცა შემაკავებელ ორდერს არ ჰქონდა აზრი….

– როცა მოხდება ძალადობის კონკრეტული ფაქტი, დარეკავს პატრულში და ასევე მაშინვე შეუძლია იურისტს მიმართოს. ძირითადად ასე ხდება – გამოიწერება ორდერი და მერე ერთვება იურისტი პროცედურულ საკითხებში. როგორ სრულდება შემაკავებელი ორდერი, რა უნდა იცოდეს ე. წ. მსხვერპლმა, თუ ორდერი დაირღვა. ასეთ დროს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. შეიძლება ორდერში წერია, რომ ამა და ამ მანძილზე ეკრძალება მოძალადეს მასთან მიახლოება. ასეთ დროს მსხვერპლს ეუბნებიან, რომ თუ დაინახავ, უნდა მოერიდო, რა უნდა ქნა ასეთ დროს და ა. შ.

– რა ტიპის დახმარებას უწევთ ასეთ დროს ქალებს?

– მანამდე იურიდიული კონსულტაციის გაწევა ანუ ფაქტის დადგომამდე. ძალადობა არ არის ხოლმე, როგორც წესი, ერთჯერადი. არის საკითხი, როცა ორდერი საჩივრებდა. ასეთ დროს სჭირდება მას იურისტის დახმარება, რომ პოლიციამ ნამდვილად სწორად გამოწერა ორდერი. იქ უნდა იყოს შსს–ს წარმომადგენელიც, რომელმაც გამოწერა ორდერი.

– სასამართლოში პროცესი დროში იწელება ხოლმე 

– არა. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოკლე დროში ჩაეტიონ. ასეთი კატეგორიის დავებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უდგება და ცდილობენ, პრევენციის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადადგან. დღეს შეიძლება დაგვიანდეს და ხვალ უკვე უფრო მძიმე შედეგი დადგეს.

– ზოგადად, რა უნდა იცოდნენ ქალებმა, რა გაითვალისწინონ, რისი არ უნდა შეეშინდეთ, თქვენი რჩევები?

– იცოდნენ, რა არის ძალადობა. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური. ამის გარდა არის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც თავის თავში ბევრ გარემოებას მოიცავს. თითქოს არაუშავს, რომ ამცირებს, სხვების თანდასწრებით მათ შორის… ასევე შეიძლება იყოს ეკონომიკური ძალადობა, რაც ნიშნავს იმის შიშს, რომ თავად და მისი შვილები ფინანსების, განათლების გარეშე დარჩებიან. ამის შიშით ბევრი ხმას არ იღებს. ყველა მსხვერპლისთვის ამაზე საუბარი ურთულესია. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა ქალმა მოიკრიბოს ძალა, ყველას გვყავს გვერდით ვიღაც, ვინც ამ გზაზე დაგვეხმარება. დღეს შეიცვალა ჩვენი შეხედულება ამ საკითხების მიმართ. ის მარტო არ დარჩება, თუ ამაზე საუბარს გადაწყვეტს. კარგია, რომ დღეს არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ ადამიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g