უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ჯარისკაცებს მიმართავს და ურჩევს, რუსულ გემს გაჰყვნენ, სანამ გვიანი არ არის.
“საღამო მშვიდობისა. ჩვენ უკრაინიდან ვართ. პრეზიდენტი, ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, ყველა თავის ადგილზე მუშაობს. ჩვენ ვიცით, რამდენად სამწუხაროა ეს რუსეთისთვის. ყველა რუს ჯარისკაცს ვურჩევ, გაჰყვეს რუსულ გემს, სანამ გვიან არ არის. სხვათაშორის, უკრაინა რუსეთის კაპიტულაციას გაგებით მოეკიდება”, – წერს რეზნიკოვი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.