ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად მონაწილეობს.
მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ლვოვში ქალაქის მერს შეხვდა და მასთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა:
“უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” – წერს მერაბიშვილი “ფეისბუქში”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: