LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი, რაზეც ადრე ოცნებობდი – თბილისში Segrex Auto Gallery გაიხსნა

774

თბილისში ახალი ავტოსალონის, Infiniti-ს ოფიციალური დისტრიბუტორის საქართველოში, „სეგრექს ავტო გალერის“ გახსნის ცერემონიალი გაიმართა. კომპანიამ, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება შოუ-რუმში წარმოედგინა ის ავტომობილები, რომლებიც საქართველოში ფაქტობრივად არ შემოდის, ან/და დეფიციტია, იქნება ეს ლაქშერი ავტომობილები,  სუპერქარები, თუ სხვა.

ცნობისთვის, „სეგრექს გრუპი”, ცოტა ხნის წინ, Infiniti-ს ოფიციალური დილერი გახდა და მომხმარებელს მის უახლეს მოდელებს სთავაზობს, როგორც სედანს, ასევე, ქროსოვერებს, რომლებიც შეძენის შემთხვევაში ოფიციალური გარანტიით იქნება უზრუნველყოფილი.  შოურუმში წარმოდგენილია NIU – უახლესი თაობის ელექტრო სკუტერები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან და სულ მალე, პრემიუმ კლასის, ელექტრო ავტომობილებიც გახდება ხელმისაწვდომი.

Segrex Auto Gallery მულტიბრენდული შოურუმია, სადაც შევხვდებით ისეთი მარკის, ავტომობილებს, როგორებიცაა: BMW, Infiniti, Mercedes, Toyota, Ferrari და სხვა. შოურუმი, მომხმარებელს უმარტივებს მანქანის შეძენის პროცესს, რადგან სთავაზობს იმ ლიმიტირებული მოდელების დათვალიერებასა და ტესტ დრაივს, რაც აქამდე საქართველოში შეუძლებელი იყო. ამასთან, Segrex Auto Gallery მომხმარებელს ავტომობილების ჩამოყვანის სწრაფ და მარტივ სერვისსაც სთავაზობს.

Segrex Auto Gallery მდებარეობს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5 (თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალი), ხოლო 2019 წლისთვის კომპანიის შოურუმი წარმოდგენილი იქნება ქალაქ ბათუმშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები