LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ლევან ვარშალომიძის ოკუპანტ სახელმწიფოში ექსტრადირება არ მოხდეს“ – პაატა დავითაია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

301
პაატა დავითაია

„ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

პაატა დავითაია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები, რათა არ მოხდეს ლევან ვარშალომიძის ექსტრადირება რუსეთში.

„როგორც ცნობილია, რუსეთის მოთხოვნით ყაზახეთში დაკავებულია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. რუსეთის ფედერაცია უკრაინის ხელისუფლებასთან პოლიტიკური საკონსულტაციო საქმიანობის ბრალდებით დემონსტრაციულად სჯის ადამიანს, ვისაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის დაკავება და დასჯის მცდელობა. რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქე.

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები და ჩაერთოს ლევან ვარშალომიძის საქმეში, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადირება ოკუპანტ სახელმწიფოში. ამას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგი და მეტად დააზიანებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g