„დადგა ის დღე, როცა თავიდან მინდა მოგიყვეთ როგორ დავიკელი 80 კილოგრამი“, – ამის შესახებ ინფლუენსერი, იაკო ჭალაგანიძე, ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ცნობილი ინფლუენსერი, რომელიც წლების წინ პანდემიის დროს სასწაულად გახდა, კიდევ ერთხელ უზიარებს თავის გამომწერებს თუ რა გზა განვლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
იაკო ჭალაგანიძე შესანიშნავ ფორმაშია და ამბობს, რომ ოცნება აისრულა:
ინფლუენსერი, რომელმაც 80 კილოგრამი დაიკლო – იაკო ჭალაგანიძე: „9-თვიანი დიეტის მერე პლასტიკური ოპერაციები დამჭირდა… ჩემს თავს ოცნების საშუალებასაც არ ვაძლევდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უნდა იოცნებოთ…“
რიგითი ადამიანებისგან, ვისაც დახმარება სჭირდება, მათგან თანხას არ ვიღებ. ეს დაუჯერებელი ჰგონიათ, მაგრამ ნამდვილად ასეა.
„5 წლის წინ დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება ბაკურიანში. ახლა 4 კილო მაქვს დასაკლები.
18 საათიანით დავიწყე, 9 თვის მანძილზე შევისწავლე ჩემი ორგანიზმი და მივხვდი, რა უფრო ეფექტური იყო ჩემთვის, რასაც თქვენ გაგიზიარებთ:
ვიკვებებოდი 10:00 საათზე და 16:00 საათზე, შეგიძლიათ თქვენ თავად აარჩიოთ დროები, მაგალითად 11:00-სა და 17:00 საათზე.
დილით ვსვამდი 1 ჭიქა წყალს. ზუსტად 10:00 საათზე (დრო არასოდეს გადამიცილებია) მივირთმევდი იმას, რაც იყო სახლში. მაგალითად დილით მიჭამია აჩმა, ლობიანი, მწვადი, ქათმის ხორცი, აჯაფსანდალი და ასე შემდეგ.
(ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, უნდა მიირთვათ ადეკვატური რაოდენობით)
შემდეგი ეტაპი იყო როდესაც 16:00 საათამდე საერთოდ არაფერს არ ვჭამდი, (მაშინ ვიყავი 140 კილო და ვსვამდი მხოლოდ 4 ლიტრ წყალს) ანუ 30 კილოზე უნდა დალიოთ 1 ლიტრი წყალი.
იცოდეთ, რომ წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, ის მახდუნებდა და მომდევნო კვებამდე დანაყრებული ვიყავი.
ფოტო: იაკო ჭალაგანიძის ეგზოტიკური მოგზაურობა – ინფლუენსერი, რომელმაც 80 კილოგრამი დაიკლო, შეუდარებლად გამოიყურება
შავ სამოსში იაკო შეუდარებლად გამოიყურება.
მეორე კვებამდე დავდიოდი 1 საათი ფეხით, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო ამ წესს არ ვცვლიდი და სწორედ სიარულის დამსახურებაა, კანი რომ არ ჩამომეკიდა და ოპერაცია რომ არ დამჭირდა.
16:00 საათზე ისევე როგორც დილით, ვიკვებებოდი იმ საკვებით, რაც სახლში იყო, თუმცა ვცდილობდი ცილოვანი საკვები მიმეღო. მაგალითად, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და ასე შემდეგ.
ყველაფერს ვჭამდი არაფერი არ ამომიღია მენიუდან. ამიტომ დავიკელი ასე მარტივად, არ მომნატრებია არაფერი. როდესაც ორგანიზმი არ არის სტრესში, ძალიან მალე იკლებთ.
9 თვის მანძილზე ყოველ დილით იყო ჩემს სასწორზე მინუს კილოგრამები.
მეორედ დავიბადე, ჩემი ცხოვრება მეორედ დაიწყო“,- ამბობს ინფლუენსერი ვიდეომიმართვაში.
@iakotchalaganidze როგორც იქნა ჩავწერე ვიდეო! მემგონი ამომწურავად მოყევი. დამატებითი კითხვები ინსტაგრამზე და აქ კომენტარებში ❤️
♬ original sound – iako