“აქცენტი სულ არის მსხვერპლზე”, – ამის შესახებ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ მოძალადე ყოველთვის “უხილავი” რჩება.
“70 წლის მონაზონი ქალი გააუპატიურეს დღეს და სასტიკად სცემეს. ყველამ იცის ამ მონაზვნის სახელი, მაგრამ არავინ არ იცის ის ორი ადამიანი, რომელიც დაკავებულია. აქცენტი სულ არის მსხვერპლზე. მათ ცხოვრებას ქექავს ყველა და მოძალადე ყოველთვის “უხილავი” რჩება”, – აცხადებს ბაია პატარაია.