LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანი არიან დასახვრეტი – მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკითხვის შემდეგ დააკავონ

185
bmnbnm_5b103e8bc44c5

მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს 15:00 საათზე გამოკითხვაზე ელოდებიან. როგორც გაგრძელდება პროცესი, დააკავებენ მას და რა ბრალდებით ეს სავარაუდოდ, რამდენიმე საათში უნდა გაირკვეს. საქმე ერთი წლის წინ, მაისში პარლამენტთან აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ თავის აფეთქებას აპირებდა.

გარდა ამისა, გამოძიებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან კითხვები  სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ექნებათ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ტერაქტს სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გეგმავდა.

მაჩალიკაშვილი ბრალდებებს უარყოფს და უწყებაში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას მოითხოვს.

„თუ დამაკავეს პარლამენტთა აქციას გააგრძელებს ჩემი მეუღლე მედიკო მარგოშვილი, მაგრამ რის საფუძველზე უნდა დამაკავონ, იმიტომ, რომ ღამით ჩემს სიზმრებს უყურებენ? იმიტომ, რომ მათი ბინძური სულები ჩემს სულში ძვრებიან? ის ყველანი არიან დასახვრეტი,“-აცხადებს “რუსთავი 2” -თან მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გამოკითხვის პარალელურად პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამიმართება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები