სულ მალე, „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე, „ანაგი დეველოპმენტის“ ახალი პროექტი – „ვილა ამბასადორი“ განთავსდება, რომელიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილი იქნება.
„ვილა ამბასადორი“ მუკუზანის, რქაწითელისა და საფერავის უბნებისგან შედგება. კომპლექსი 141.99 კვ.მ-დან 300 კვ.მ-მდე ფართის 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას აერთიანებს. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ჩაშენებული ავეჯით, გაზქურითა და გამწოვით. კომპლექსი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.
„ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს საკუთარი ვილის მფლობელი, ისარგებლოს სასტუმროს ყველა სერვისით, სურვილის შემთხვევაში კი მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიცია მაღალი უკუგებით.
ცნობისთვის, „ამბასადორი კაჭრეთი“ კახეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: გოლფის მოედნებს, შიდა და გარე აუზებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორნებს, მარანს, საკონფერენეციო დარბაზებს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საჯინიბოსა და საბავშვო მოედანს.