LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას კაჭრეთში 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა და 2 მძიმედ დაშავდა

175
8-shss

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დაშავებულია ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

გამოძება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს ავრცელებს ipn.ge, სადაც მათი ცნობით, მიკროავტობუსი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები