ჯასტინ ბიბერმა თავისი ახალი ალბომით, Swag და მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან და ვაჟთან ერთად გადაღებული ფოტოებით, ყველანაირ ეჭვს ბოლო მოუღო.
ფანები ვარაუდობენ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ბიბერის ფსიქიკურ მდგომარეობასა და პრობლემებზე ცოლთან, შესაძლოა, უბრალოდ, ალბომის პრომოუშენის ნაწილი ყოფილიყო.
ახლახან, არტისტის ახალი ფოტოები გავრცელდა. მომღერალი წელს ზემოთ შიშველი, ღვინის ჭიქით ხელში მოღიმარი სახით იყურება.
„ჯასტინი ყველას დაგვცინის“, „ირონიული მზერა“, „გაგვაცურა ყველა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯასტინის ახალი ალბომი მუსიკის კრიტიკოსებმა „დაუფიქრებელ და ემოციურად არასტაბილური ადამიანის დახმარების ძახილად“ შეაფასეს.
ვიდეო: გაუთავებელი მითქმა-მოთქმის ფონზე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ერთად გამოჩნდნენ
ჯასტინ ბიბერი მორიგ შემაშფოთებელ პოსტს ავრცელებს, რომელშიც მისი 9 თვის შვილი ჩანს

