LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას შეუძლია მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე, არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?“ – კახა კალაძე

129
Untitled design (8)

„ყველას შეუძლია მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე, არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე „უცნობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებსაც, რასაკვირველია, შეუძლიათ დაესწრონ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.

კალაძის თქმით, აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული.

ნინო წილოსანი „უცნობის“ აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო

„ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია.

იაგო ხვიჩია: გადავწყვიტე, აქციას თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო

აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს – მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა…

ზაზა პაპუაშვილი: ნურავის მოუვა აზრად, ჩვენი ქვეყნის დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება

„ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს” – გია გაჩეჩილაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g