LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი „უცნობის“ აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო

164
წილოსანი უცნობის აქციაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი, გუშინ, „უცნობის“, იგივე გია გაჩეჩილაძის მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო.“

წილოსანი აქციის ყველა მონაწილის მოსაზრებას მიესალმება და აცხადებს, რომ მონაწილეებისთვის საქართველო უპირველესი დევიზი იყო:

გია გაჩეჩილაძე - დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა - მადლობა ყველა ადამიანს ვინც მშვიდობას კბილებით იცავს

„მინდა გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნეს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„ბოლო დროს, ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით განმსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული, მშვიდობისკენ მიმართული [აქცია] და ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების შეკრება, მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო.

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს – მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა…

მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო – როგორც ვხედავდი, ამ შეკრების დევიზი ეს იყო… ახლა, ძალიან მძიმე, საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, მშვიდობა არის უპირატესი მიზანი და თავისთავად, მშვიდობის ფონზე, ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს. თავისთავად, ეს ყველაფერი გვაერთიანებს ამ აქციის მონაწილეებთან.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ზაზა პაპუაშვილი: ნურავის მოუვა აზრად, ჩვენი ქვეყნის დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება

იაგო ხვიჩია: გადავწყვიტე, აქციას თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g