LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს” – გია გაჩეჩილაძე

195
BeFunky-collage - 2023-05-01T003859.686

ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, – აღნიშნულის შესახებ გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან რესპუბლიკის მოედანზე დღეს გამართული აქციის „მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველას ერთი საწუხარი გვაქვს. პირველ რიგში, საწუხარი გვაქვს ის, რომ გარედან ნუ ჩაერევიან ჩვენს სუვერენიტეტში. ჩვენ არ ვკადრულობთ, არ მივდივართ იქ და არ ვერევით არავის სუვერენიტეტში და არ ვკარნახობთ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.

ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ ნურც ისინი კადრულობენ ასეთ რამეს. იმეგობრონ ჩვენთან. იმის საშუალებას, რომ ჩვენ უნაგირი დავადგმევინოთ, არავის მივცემთ. ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, გამორიცხულია ეს ამბავი და ისტორიულადაც მილიონჯერ გამოცდილია. ნუ ებრძვიან ღმერთს! დაგვანებონ თავი ამ გარედან მოხვეული, თავიანთი პრობლემებით თუ არა პრობლემებით. არ ვიცი, ეს მაგათთან როგორ მიაჩნიათ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს – მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა…

გია გაჩეჩილაძე – დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა – მადლობა ყველა ადამიანს ვინც მშვიდობას კბილებით იცავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები