LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას ვურჩევ, რომ პირველ რიგში, ძალადობის დაფიქსირებისას გამოიძახონ პატრული” – ყველაფერი ოჯახურ ძალადობაზე

11
აბელი

ჩვენ ვაგრძელებთ ოჯახური ძალადობის თემას. როგორც ვიცით, უმეტესად საზოგადოებაც მაშინ აქტიურდება, როცა ეს ფიზიკურ ძალადობას ეხება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რისი მსხვერპლიც ხშირად არის ხოლმე ქალი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთგვარად ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაგვეწერა ადვოკატი აბელ გეგია და გაგვერკვია, რა ტიპის ძალადობის ფაქტებია ხშირად მის პრაქტიკაში და რა უნდა იცოდეს თითოეულმა ქალმა საკუთარ უფლებებზე.

“შემთხვევები სხვადასხვაგვარია: მეუღლეებს შორის, მშობლების მიმართ, ბავშვის მიმართ ანუ ზოგადად ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა., ძირითადად, მსხვერპლი არის ქალი მამაკაცის მხრიდან, თუმცა ყოფილა ისეთ შემთხვევები, როცა ქალი მოხუცი მშობლის მიმართ ძალადობა. პროცედურულად ასეა: როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტია, გამოიწერება შემაკავებელი ორდერი ანუ გამოიძახებენ პატრულს, ის ახდენს მოძალადის და მსხვერპლის იდენტიფიცირებას.

ყოფილა შემთხვევა, როცა მსხვერპლი განცხადებით მიმართავს პოლიციას. ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია, შემაკავებელი ორდერი გამოწეროს. არის შემთხვევები, როცა მუშაობს ორდერი , ზოგჯერ – არა. მქონია შემთხვევა, როცა მსხვერპლი სასამართლოს მიმართავს, ასეთ დროს უკვე სასამართლოც აფრთხილებს მოძალადეს, ხშირად ეს უფრო ამართლებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები, შესაბამისი პრევენციული ზომები.

ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ, რომ ამ კუთხით ინფორმირებულობა, განათლება საზოგადოების. ყველას ვურჩევ, რომ პირველ რიგში, ძალადობის დაფიქსირებისას უნდა გამოიძახონ პატრული და შესაბამისად, ოქმის გამოწერა. მთავარია, მხარეებს დაშორება მოხდეს, რომ უფრო მწვავე კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

მნიშვნელოვანია ერთი საკითხი – ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება, დამცირება, მუქარა, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა… ასეთ შემთხვევაში სოციალურ ორგანოებს უკიდურეს შემთხვევაში ბავშვის ჩამორთმევის უფლებაც კი აქვს. ეს იმ დროს, თუ ბავშვის იქ ყოფნა უკვე გაუსაძლისია. ეს კომპლექსური პრობლემაა და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მთავარია, საგანმანათლებლო კუთხით აქტიურობა, სკოლებში, ტელევიზიებში რგოლების განთავსება და ა. შ.”, – აცხადებს ადვოკატი აბელ გეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g