LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველასათვის მონატრებული, ყველაზე ტკბილი და გრილი – მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

2112
maxresdefault

მთაწმინდის პარკი გრანდიოზული ფესტივალისთვის ემზადება. საქმე ისაა, რომ ყველასათვის მონატრებული, ყველაზე ტკბილი და გრილი – ნაყინის ფესტივალი 17 ივლისს, 11:00 საათიდან, ტრადიციულად მთაწმინდის პარკში გაიმართება!

„როგორც ყოველთვის აქ დაგხვდებათ ნაყინის უამრავი სახეობა, კომპანიების მრავალფეროვნება, სასიამოვნო გარემო, გასართობი პროგრამით, ასევე – ნევერლენდის ზღაპრის გმირები და წამყვანი ანიმატორები, დიჯეი, გათამაშებები და მრავალი სხვა… მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ დააგემოვნოთ და შეიძინოთ უგემრიელესი ნაყინის ნაირსახეობები და გაერთოთ ყველაზე მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერზე

მთაწმინდის პარკისგან კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გელოდებათ“, – აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები