LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ახლობელი ადამიანისგან უნდა ელოდო ყველაზე დიდ იმედგაცრუებას“ – რა დაეხმარა ემა ტუხიაშვილს ცხოვრების რთული პერიოდის გადალახვაში

174
ემა ტუხიაშვილი

ტელეწამყვანი ემა ტუხიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, ასევე იმ განსაცდელებზე, რომლებიც ბოლო წლებში გამოიარა.

მისი თქმით, ცხოვრებაში რთული პერიოდის გადალახვა მეგობრებთან საუბრით და აზრების გაცვლით შეძლო.

„კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ჩემი საქმის, ჩემი ინტერესების ფარგლებში. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველას ძალიან ფართოდ ვუღებდი კარს და ზედმეტი გულახდილობით გამოვირჩეოდი, არა. მანამდეც ფრთხილი ვიყავი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ნდობით ისარგებლეს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ახლო ადამიანებისგან უნდა ელოდო ყველაზე დიდ იმედგაცრუებას. შეიძლება ცოტა მეტადაც ფრთხილი გავხდი, მაგრამ მგონია, ეს ურთიერთობები არ დამტყობია“, – ამბობს ემა ტუხიაშვილი „თბილისელებთან“ საუბარში.

ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალ „თბილისელებში“ 19 აგვისტოს ნომერში.

ემა ტუხიაშვილი: „ცხოვრება წინ მაქვს და მინდა დავიჯერო, რომ ძლიერი, უშიშარი, უდრეკი მამაკაცები მხოლოდ წიგნებში არ არსებობენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g