LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ასაკოვანი ქალის ოლიმპიური მედალი აუქციონზე გადის

111

ლონდონის 1908 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალი, რომელიც ინგლისელმა ქუინი ნიუოლმა მოიგო, ბოსტონში აუქციონზე გამოიფინება. მედლის საწყისი ფასი იქნება – 12 ათასი ფუნტი.

ნიუოლმა გამარჯვება მშვილდოსნობაში მოიპოვა. მან ეს 53 წლისა და 275 დღის ასაკში შეძლო და დღემდე ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ქალი სპორტსმენია, ვისაც ოლიმპიური მედალი მოუგია.

ბოსტონის აუქციონზე ასევე გამოიფინება 1924 და 1932 წლების ზამთრის თამაშების იშვიათი მედლები, აგრეთვე 1948 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩირაღდანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g