ჰოლივუდის ყველაზე მიმზიდველი და სექსუალური მამაკაცები, ლეონარდო დიკაპრიო და სკოტ ისტვუდი დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, გართობისთვისაც იცლიან. ორივე მსხიობი ფრენბურთის დიდი მოყვარულია და როგორც ჩანს, უქმეები სწორედ მეგობრული შეკრებისა და თამაშისთვის გადადეს. 43 წლის დიკაპრიო და 32 წლის ისტვუდი ფოტოგაფრებმა მალიბუში, ფრენბურთის თამაშის დროს გადაიღეს. მსახიობები დ უახლოესი მეგობრები მეწყვილეებთან ერთად თამაშობდნენ.
ფოტოებზე ჩანს, რომ ორივე მსახიობი ფანტასტიკურ ფორმაშია. ლეომ არჩევანი ტრადიცისსამებრ, შორტებსა და მაისურზე გააკეთა. წელს ზევით შიშველმა ისტვუდმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების რიცხვში დამსახურებულად ირიცხება.