LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში

331
e50ea347917618304944294820c7b33b_XL

2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი);
  • მშენებლობა – 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი).

2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების – 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნე სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2484.9 ლარი, წლიური ზრდა 0.8 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1968.0 ლარი, წლიური ზრდა -1.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38.6 ლარით და 1012.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g