LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტ ახალ ავტომობილს გერმანიაში ყიდულობენ

56
newscarsnews722

გასული ივნისის თვეში გერმანიაში 274 152 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,5%–ით უფრო მეტია. საფრანგეთის მაჩვენებელი 199 508 ავტომობლი იყო (–14,7%) და ქვეყანა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

ლიდერთა სამეულს დიდი ბრიტანეთი, 186 128 რეალიზებული ავტომობილით ასრულებს, რაც გასულ წელთან შედარებით 28%–ით უფრო მეტია. მეოთხე ადგილზეა რუსეთი და მეხუთე კი – იტალია (149 438 მანქანა).

ექსპერტები ყველა ქვეყანაში გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას გასული წლის დაბალი ბაზით ხსნიან. შეგახსენებთ, რომ გასული წლის წაფხულში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო, ბევრმა ავტომწარმოებელმა მუშაობა შეაჩერა, სადილერო ცენტრები კი საერთოდ დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g