LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტად მენატრებოდა ვახო: მაია რჩეულიშვილი

1160
maia rcheulishvili

როგორ იხსენებს მაია რჩეეულიშვილი პატიმრობის წლებს, როგორია მისი ცხოვრება ციხიდან გამოსვლის შემდეგ  – “ფორმულამ” „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ყველაზე მეტად მენატრებოდა ვახო.. ვთვლი, რომ ვახოს სიკვდილი იყო ყველაზე დიდი პროტესტი, რომელიც გამოეხატა და ეს მოჰყვა ჩვენს დაჭერას, ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ვახოს მივაყენეთ..

პირველად ციხეში რომ გავიღვიძე შეგუების მომენტი არ მქონია. მაშინვე დავიწყე კამერის მოწყობა. 5 წელი დღე და ღამე ციხეში ვიმუშავე.

ძალიან მტკივა გული, რომ ხალხს გული ვატკინეთ. იმდენად განვიცდი ამ ყველაფერეს.. ყოველდღე ამ ხალხზე ვფიქრობდი..

ყველაზე მეტად გუკას ვდარდობდი. ოჯახი ძალიან დაზიანდა ჩვენი დაჭერით, მაგრამ გუკა დამხვდა ისე, როგორც ვოცნებობდი რომ დამხვედროდა.

ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. ისევ შეიკრა ოჯახი. დებმა ერთამანეთი ვიიპოვეთ. ეს ხომ გარეთ არ მოხდებოდა”,-ამბობს მაია რჩეულიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g