მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების საინტერესო და ემოციურ მომენტებს იხსენებს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
კითხვაზე, მისთვის ყველაზე დიდი ტკივილი და შიში რასთან ასოცირდება, სალომე ჩიტაძე პასუხობს:
„ჩემი ფეხმძიმობა. ძალიან რთული ფეხმძიმობა მქონდა. ყოველდღე ველოდებოდი, რომ ბავშვს დავკარგავდი. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ მახსენდება. რისკი ძალიან დიდი იყო. დედაჩემსაც ეშინოდა, რომ ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველაზე მეტად მეშინია ორსულობის, არადა მინდა, ძალიან დიდი ოჯახი მქონდეს და მზად ვარ, კიდევ და კიდევ გავრისკო“, – ამბობს სალომე ჩიტაძე „თბილისელებთან“.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალში „თბილისელები“.
