2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა – 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 3 ბავშვი.
გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი რამაზ დავლაძის ოჯახის წევრი იყო, მან მომხდარი ტრაგედიის დროს მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.
ვიდეო: „შვილის გამო მიღირს ხვალინდელი დღე, სიცოცხლე და არსებობა, ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ სწორად აღვზარდო“ – რას ჰყვება „იმედის“ ეთერში რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა
“ალბათ, ბევრს გაინტერესებთ მას შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია…” – ბათუმის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა: რას წერს, რამაზ დავლაძე, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა
არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი, შევეცდები, ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები – რამაზ დავლაძე
10 ივნისს სოციალურ ქსელში რამაზ დავლაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც პირველ შვილს ვერ შესრულებული 13 წლის იუბილე მიულოცა. როგორც რამაზი სოციალურ ქსელში წერს „ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა“.
„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა. რამდენს უძლებ ადამიანო!!! ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან. ვერ შესრულებული 13 წელი! შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა! ჩემო პირველო მერცხალო!“, – წერს რამაზ დავლაძე.
რამაზ დავლაძე: „გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები“
„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, ახლა კი…“: რამაზ დავლაძე
„ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი როცა შენ მყავდი გვერდით ინგუნია.. მეზიზღება ყოველი წამი უთქვენოდ! მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები!!!!“ – რამაზ დავლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„8 ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები.. უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც გეკადრება და შეგეფერება“ – რამაზ დავლაძე ორი წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე