LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფმა ბრიტანულმა ავტომობილმა კიდევ უფრო სწრაფად გაიარა

71
-109534496-1

ბრიტანულმა Bloodhound-მა თავისი წინა რეკორდი ძალიან მარტივად გააუმჯობესა და 790 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. შეგახსენებთ, რომ მოდელი სპეციალურად სიჩქარის რეკორდის მოსახსნელადაა შექმნილი და საუკეთესო შედეგის მიღწევამდე ის ნელ-ნელა ვითარდება.

ამ დროისთვის ავტომობილი სამხრეთ აფრიკაშია და ცდებს დამშრალი ტბის ფსკერზე, 19 კილომეტრის სიგრძის გზაზე გადის. ცოტა ხანში მას ბრიტანეთში დააბრუნებენ, რათა რამდენიმე განახლება დაუმატონ. რაც შეეხება სიჩქარის მსოფლიო რეკორდს, პროექტის ავტორები სავარაუდო თარიღად მომავალ წელს ასახელებენ. ამ დროისთვის ავტომობილს რაკეტის ძრავი ექნება დამონტაჟებული.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ Bloodhound-ის საჭესთან მოქმედი მსოფლიო რეკორდის ავტორი ენდი გრინი მოკალათდება და შეეცდება 1997 წელს აკრეფილი 1228 კმ/სთ რამდენიმე წუთით მაინც გააუმჯობესოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g