LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე თავაშვებული ტერორისტიც კი არ საუბრობს მკვლელის ტერმინოლოგიით – ხერხეულიძე პრემიერის განცხადებაზე

80
ეკა ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრობის” ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერავინ ნახავს ქვეყანას, რომლის პირველი პირებიც ხალხს თვითმკვლელობის კანონიერებაზე ელაპარაკებოდნენ.

ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მკვლელის ტერმინოლოგიითა და ღია ზრახვებით ყველაზე თავაშვებული ტერორისტიც კი არ საუბრობს.

მისივე თქმით, მმართველი რეჟიმი საზოგადოების ყველაზე უნიჭო, გაუნათლებელი, დაუნდობელი და საშიში ადამიანებით დაკომპლექტებული კასტაა:

“მათ, ვისაც ამ დრომდე არ მიგიღიათ გადაწყვეტილება, წახვიდეთ თუ არა არჩევნებზე, იხელმძღვანელეთ ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებით.

ვერ ნახავთ სხვა ქვეყანას, სადაც პირველი პირები საკუთარ ხალხს თვითმკვლელობის კანონიერებაზე ელაპარაკებოდნენ. ყველაზე თავაშვებული ტერორისტიც კი არ საუბრობს მკვლელის ტერმინოლოგიით, გაცხადებული ღია ზრახვებით. მმართველი რეჟიმი არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე უნიჭო, გაუნათლებელი, დაუნდობელი და საშიში ადამიანებით დაკომპლექტებული კასტა.

მათი ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს დიდი ხნით ამ ქვეყანაში არჩევნების უფლების წართმევას, სიკვდილის დაკანონებას, განსხვავებული აზრის დევნას და პატიმრობას, ქვეყნის დაცარიელებას, სიღატაკეს და, რაც მთავარია, სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოშლას.

შესაძლოა არ მოგწონდეთ, უკეთესის სურვილი გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თქვენი არჩევნებზე არ მისვლით, ძალაში ტოვებთ ყველაზე ვერაგ მტერს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე.

როდესაც წინა ხელისუფლებას ამ რეჟიმით ცვლიდით, ამბობდით “თუ არ მოგვეწონება, გადავირჩევთ”.. გამოცდილებამ დაგვანახა, რომ რეჟიმები არჩევნევნებით არ ტოვებენ მმართველობას. გამოცდილებამ ისიც გვაჩვენა, რომ წინა ხელისუფლებამ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე აღიარა მარცხი და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა გამარჯვებულს.

არ მოგწონვართ? – ჩვენი გადარჩევა შესაძლებელია, მოძალადეების კი არა. ისინი თქვენი არჩევნებზე მიუსვლელობით თქვენსავე სურვილებს გადაარჩევენ და არავინ აღარასდროს არ გკითხავთ – რა მოგწონთ. მიდით არჩევნებზე, თქვენივე არჩევანის უფლების შენარჩუნებისთვის”, – წერს ეკა ხერხეულიძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”.

სალომე სამადაშვილი ღარიბაშვილზე: თვითმკვლელობის უფლება არა, მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობა არსებობს

მაჭარაშვილი პრემიერის განცხადებაზე: შეიძლება თქვენ გეტკინოთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს იქნება გასაგები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g