LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველგან დაგხვდებათ თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა. ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის” – აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ ბექა ოდიშარიას „რუსო მონა” დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა

230
ბექა პაპაშვილი

აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში „რუსო მონა” დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა. მისი თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა მისი თანდასწრებით თქვა, რომ ოდიშარიას შვილია.

პაპაშვილი სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და წერს:

„ყველგან დაგხვდებათ თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა. ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის”

კადრების მიხედვით, პაპაშვილი ოდიშარიას მიმართავს – „შეურაცხყოფას ვის აყენებ შენ, რუსო? რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერე? რუსი ხარ! რუსო მონა!” 

ბექა პაპაშვილი ტელეკომპანია „პირველთან” საუბარში ჰყვება, რომ ოდიშარიას დაცვის თანამშრომელმა არ მისცა შესაძლებლობა ახლოს მისულიყო დეპუტატთან და ცდილობდა ხელი შეეშალა მისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს.

რუსი ოდიშარია შემხვდა ფრესკოში შემთხვევით… ყველგან დაგხვდებათ თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის…

Posted by Beqa Papashvili on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g