LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველგან ნახავენ დამნაშავეს ამ ქვეყნის უბედურებაში საკუთარი თავის გარდა…”

440
13641077-10206300007120230-8446259728428814480-o

ადვოკატი ზვიად კორძაია სოციალურ ქსელში ქართველი ხალხის უარყოფით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ისინი საქმიანობის დროს იჩენენ.

კორძაია ქვეყანაში არსებულ პრობლემებს სწორედ იმაში ხედავს, რომ საკუთარი საქმის კეთების ნაცვლად, ყველა “ფეისბუქში” არჩევს პოლიტიკას და სხვებს ადანაშაულებენ.

”       1. სოფელში გლეხს ეუბნები, შენი მიწა, შენი ვენახი, მოვლის ფულს მოგცემ და მოსავალს მე ვიყიდი, კილოზე სამ-ოთხ ლარზეა საუბარი, ან ვენახი თუ არ გაქვს, მოდი, ჩემ გაშენებულ ვენახში იმუშავე, ხელფასს გადაგიხდი და პოლონეთში გარბის სამუშაოდ. მერე იქედან უთვლის ახლობლებს, მიშველეთ წამომიყვანეთო.

  1. მეორე სოფელში ნათესავს ეუბნები; არაფერს აკეთენ ვაზი ჩავყაროთ, ხარჯს მე გავწევ, ხელფასს მოგცემ, მიხედეთქო და თურქეთში მირბის ჩაის საკრეფად.
  2. მეტალო- პლასტმასის ვიტრაჟებს შეუკვეთავ, მოვა, ზომებს აიღებს, საღამოს ნახაზებს და ფასებს გადმოგიგზავნიო, ორი დღის მერე ურეკავ, უი, დამავიწყდა, გასვენებაში წავედიო. ერთი კვირა უნდება დათვლას, ერთი კვირა დამზადებას, მოაქვთ და არ ერგება ზომებში და მერე ერთი კვირა შეცვლას ანდომებს.
  3. მეტლახს გიგებს ხელოსანი, ნახევარ ოთახს აკეთებს, ორი დღე არ ჩდება, იგებ ,,ზაპოი” დაეწყო და ნახევარ ოთახს აღარავინ კიდებს ხელს.
  4. მარანში ბოძების შეღებვა გინდა, მიგაქვს ხელოსანთან, ორ დღეში უნდა იყოს, ერთი კვირა არ ჩანს, იმალება, გამოჩნდება და ნახევარი აქვს გაკეთებული.
  5. ქვევრის მოცემენტებას უკვეთავ, შაბათს იქნებაო, შაბათს გეუბნება, ორშაბათამდე მაცალეო, ორშაბათს გირეკავს, ოთხშაბათს გაშრება და წაიღეო.
  6. სამუშაო დღის ბოლოს ლექციაზე მიდიხარ საათში ოცდაათ ლარად, უბრალოდ იმიტომ, რომ გინდა, გადასცე ცოდნა და გამოცდილება, დარჩენილ ენერგიას დარჯავ სტუდენტებთან ორი საათის განმავლობაში, თან სწავლაში ფულს იხდის, აძლევ დავალებას, მომდევნო ლექციაზე მოდის და მორცხვად გიღიმის, არ მომიმზადებიაო.
  7. მკერავთან მიხვალ, შარვლის სიგრძის შესასწორებლად, აგიღებს ზომებს ხვალ იქნებაო და სამ დღეში მოგიხერხებს.

…..

მერე ყველა ესენი ან ფეისბუკში ან სამეზობლოში, ან გასვენებაში, ან ქორწილში დეტალურად გაარჩევენ მიშას, ბიძინას, ლარის კურსს და დავით გარეჯს. ყველგან ნახავენ დამნაშავეს ამ ქვეყნის უბედურებაში საკუთარი თავის გარდა…

არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი … არაააა!!!” – წერს ზვიად კორძაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g