LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კორძაძე: „არ მიწყენენ ახალგაზრდები, მაგრამ ჩვენთვის, საბჭოთა კავშირიდან თავდახსნილი ადამიანებისთვის, ვისაც ოცნებაც არ შეგვეძლო მოვლენათა მსგავს განვითარებაზე, ეს დღე არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტიისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი-ასრულებული ოცნება“

169
BeFunky-collage (2)

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ ფაქტს სოციალურ ქსელში ადვოკატი ზვიად კორძაძე ეხმაურება.

როგორც კორძაძე აღნიშნავს, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საბჭოთა კავშირს თავი დააღწია და ვერც კი იოცნებებდა მოვლენათა მსგავს განვითარებაზე.

„ისე მოხდა, რომ ევროპაში ვარ, დღეს ჩამოვედი. წარმოუდგენელია, რასაც ახლა განვიცდი. არ მიწყენენ ახალგაზრდები, მაგრამ ჩვენთვის საბჭოთა კავშირიდან თავდახსნილი ადამიანებისთვის, იმათთვის ვისაც ოცნება არ შეგვეძლო მოვლენათა მსგავს განვითარებაზე, იმათთვის ვისთვისაც ირაკლი წერეთელი, რომელიც 90-იანების დასაწყისში ნატოს და ევროპას ითხოვდა, ჩვეულებრივ არადეკვატურ ადამიანად ითვლებოდა, იმათთვის ვინც ბრეჟნევის, ჩერნენკოს და ანდროპოვის გარდაცვალებას დროს მაშინ არსებულ ერთადერთ ტელევიზიაში სამგლოვიარო მელოდების უსმენდა, დღევანდელი დღე არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტიისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი – ასრულებული ოცნება. ამისთვის პირველ რიგში თქვენ მადლობა ახალგაზრდებო. არავის დაავიწყდება თქვენი გადამწყვეტი როლი ამ საქმეში. საქართველო ევროპაა“- წერს ზვიად კორძაძე.

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

„მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა უკრაინის პრეზიდენტს – ეს არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი“ – სალომე ზურაბიშვილი

„გილოცავთ“ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე ემხმაურებიან

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ეს ისტორიული გადაწყვეტილება“ – შარლ მიშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები