მთაწმინდის პარკში ხვალ ტრადიციული ყველისა და აჯიკის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მეყველეები მიიღებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველის ნაირსახობები, აჯიკები და ქართული სპეციფიკური სანელებლები.
პარკში მისულ სტუმრებს მუსიკალური გაფორმება და სხვადასხვა აქტივობა ელის. ღონისძიება მთაწმინდის პარკისა და მეყველე ანა მიქაძის ინიციატივით იმართება.
მთაწმინდის პარკი მსგავსი შინაარსის ფესტივალს ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ მასპინძლობს.