LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯართში ჩააბარებენ

328
16487808_1485406451472345_1675167339412790132_o

“ბოგდანის” ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯართში ჩააბარებენ. ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ბითაძის განმარტებით, ასევე ჩამოიწერება და ჯართში ჩაბარდება ავტობუსები, რომლებსაც შეკეთება ხშირად სჭირდება.

„ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება. ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია,“ – აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g