LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელ ავტობუსებზე ყალბი დადებითი დასკვნების გაცემის გამო 4 ადამიანი დააკავეს

365
ყვითელი ავტობუსიიიიი

ყვითელ ავტობუსებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. „ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

 

magti 5g