„მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ“,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისვე თქმით, თუ მოხდება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება , ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის დიდ მხარდაჭერას საზოგადოებაში. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-სა და ევროპის, უხეშ, აშკარა ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში.
„ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!! ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები და მათ შესაბამისად იმოქმედოს.
ბოლო დღეებში გახშირდა საუბრები და ინფო-შემოგდებები კოლექტიური დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე.
მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ.
უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა ამ დღეებში, რომ არანაირი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ომში არ ჩააბამს უფრო მეტიც, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ისედაც დიდ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებაში. ამით ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი (ავადმყოფ ნაწილს არაფერი ეშველება) კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცედენტო და უხეშ ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში, აქედან გამომდინარე შედეგებით,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.