LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ კოკაია: „ექიმებისთვის კოვიდაცრა უნდა იყოს სავალდებულო. ვისაც არ სურს, აეკრძალოს უშუალოდ პაციენტთან მუშაობა…“

83
zaalkokaianews345

ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის აცრა სავალდებულო.

ზაალ კოკაია:

„ჩემი აზრით, ექიმებისთვის კოვიდაცრა უნდა იყოს სავალდებულო. ვისაც არ სურს, აეკრძალოს უშუალოდ პაციენტთან მუშაობა, ანდა გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, მანამ, სანამ პანდემია არ დასრულდება. გამონაკლისი უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინის შემადგენლობის რომელიმე კომპონენტზე, ანდა წინა აცრაზე ანაფილაქსიური შოკის (და არა ზოგადად ალერგიულობა), ასევე ორსულობა და სხვა მეცნიერულად ან კლინიკურად დასაბუთებული და საერთაშორისოდ აღიარებული გამონაკლისები. ექიმის მიერ აცრაზე უარის თქმა არის საკუთარი პროფესიის, პაციენტის და მთლიანად საზოგადოების მიმართ უპასუხისმგებლობა და ანტივაქცერიზმის წახალისება. ეს არის პაციენტისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნა, რომელიც წინააღმდეგობაშია ყველა ეთიკურ და მორალურ სტანდარტებთან. მესმის, რომ არჩევანის უფლება არის ადმიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, მაგრამ უმთავრესი უფლება სიცოცხლის უფლებაა და ამ უფლებისთვის საფრთხის შექმნა არის უფრო მეტი ბოროტება, ვიდრე არჩევანის უფლების შეზღუდვა… სამყარო არის ომის მდგომარეობაში და ექიმები არიან ამ ომში მოწინავე ხაზზე მდგარი მეომრები… ამიტომაც, როგორც ომის დროს იზღუდება გარკვეული უფლებები, ამ დროსაც უნდა მოხდეს კომპრომისები. ქვეყნებმა დაიწყეს ამის გააზრება და იმედია, საქართველოშიც, სადაც ვაქცინაციის დონე კატასტროფულად დაბალია, მალე მივხვდებით, რომ ეს არის პანდემიის დამარცხების არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი ზომა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g