ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მაკიაჟის ზაფხულის ტენდენციები თავისი სიმსუბუქითა და უწონობით გამოირჩევა: ბაცი ვარდისფერი ტუჩსაცხი, ოდნავ შესამჩნევი ფერუმარილი, ნატურალური წამწამები. მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა – მიმდინარე ზაფხულის მთავარი ტრენდი მუქი ფერის ტუჩები გახდა.
მუქი ლურჯი, ბორდოსფერი ან შავიც კი – ეს ფერები აუცილებლად უნდა გაჩნდეთ თქვენი კოსმეტიკის ნაკრებში.
მუქი ფერის ტუჩსაცხს შესაფერისი ფანქარი სჭირდება, რომელსაც შავი კონტურის შექმნა შეუძლია, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ამ დონეზე იკვეთავთ ტუჩს, თვალი მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა დატოვოთ.
გთავაზობთ მუქი ტუჩსაცხის მოყვარულ ცნობილ ქალბატონებს:





