მიმდინარე ზაფხულში აფხაზეთში რუსი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელიან.
ამის შესახებ ასოციაცია “ტურპომოშის” დირექტორმა ალექსანრდ ოსაულენკომ განაცხადა.
მისი თქმით, სეზონზე აფხაზეთი რუსეთიდან 1,5 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს:
“დღეს რუსი ტურისტები სამოგზაუროდ, ყველა მიმართულებით ჩვენთან ახლოს მყოფ ქვეყნების განიხილავენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოჯისტიკის ძირითადი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა, უპირობოდ, უფრო მეტად პოპულარულია აფხაზეთი, რომელიც წელს მორიგი რეკორდის დამყარებას გეგმავს და მზად არის, 1,5 მილიონი ტურისტი მიიღოს რუსეთიდან”, – თქვა ალექსანრდ ოსაულენკომ.
როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, აფხაზეთი წელს თურქეთთან, ეგვიპტესთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ უცხოურ მიმართულებათა ხუთეულშია.