„ზაფხულში თუ დავლაგდებით, გავაგრილებთ“ – ბიზნესმენი თემურ ჭყონია აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე მუშაობს. საკითხზე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ჯერჯერობით, დეტალები დასაზუსტებელია.
„აფხაზეთი მარაგდებოდა რუსეთიდან და ახლა ვერ მარაგდება. ჯერ არ ვიცით, ეს როგორ მოხდება, თუმცა ბიზნესმენები ვართ და ვეძებთ გზებს. კოკა-კოლას აქვს თავისი ეკონომიკური რუკა, რომლითაც განსაზღვრულია დაფარვის არეალი. ამ რუკით აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი დაფარვის ქვეშაა. ვფიქრობ, თუ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოითხოვს, ლეგალური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. ეს მოლაპარაკების საგანია. აქედან გამომდინარე,ზაფხულში თუ დავლაგდებით, გავაგრილებთ“,- აცხადებს თემურ ჭყონია „ბიზნეს ფორმულასთან“.
აღსანიშნავია, რომ თემურ ჭყონია ახლო მომავალში, კოკა-კოლას წარმოების გაფართოებისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.