LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაროვა: NATO-ს ქვეყნები რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარს უახლოვდებიან

45
BeFunky-collageTTTTTTT

NATO-ს ქვეყნები უახლოვდებიან რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების სახიფათო ზღვარს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

“NATO-ს ქვეყნები, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, აგრძელებენ კიევის რეჟიმის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით გატენვას, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, კიევის რეჟიმის ჯარისკაცების მომზადებას, საბრძოლო მოქმედებების ჩატარებაზე მითითებების მიცემას და ამგვარად უახლოვდებიან რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების სახიფათო ზღვარს,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g