საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 4 აპრილს თანამდებობა დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.
დავით ზალკალიანი გუნდს უკვე დაემშვიდობა.
„ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება, მადლობა!“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ზალკალიანი და გუნდთან დამშვიდობების ფოტოებს აქვეყნებს.