LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი იმედოვნებს, რომ „ტრიოს სამიტს“ უახლოეს მომავალში საქართველო უმასპინძლებს

42
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ „ტრიოს სამიტს“ უახლოეს მომავალში საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა.

როგორ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, პროგრესი არის და თუკი რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნა, ამ ინიციატივას წინ არაფერი დაუდგება.

კითხვაზე, ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობით „ტრიოს სამიტი“ რას ნიშნავს, ევროპარალმენტარებმა თქვეს, რომ მიშელი იქნება პირადად ჩართული და ჩამოდის თუ არა ის საქართველოში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „როგორც კი გვექნება ოფიციალური დადასტურება, გეტყვით აუცილებლად. მასპინძელი ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, დიდი სურვილია, რომ იყოს უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი, იმედია, ასე იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g