LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს: 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

77
ფჰჯფდ

ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, – ასე ეხმიანება დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი.

“NATO უნიკალური ორგანიზაციაა, ის დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ყველა ქვეყანისთვის, რომელიც მიისწრაფვის NATO-სკენ და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, NATO-ს კარი ღიაა. ეს არის NATO-სა და ქვეყნის გადასაწყვეტი.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ განმეორდა სხვადასხვა უმაღლესი სამიტის გადაწყვეტილებებში. 2008 წლის შემდეგ თითქმის ყველა სამიტზეა ამის შესახებ საუბარი. მათ შორის, ბოლო, 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი”, – აცხადებს ზალკალიანი ვიდეომიმართვაში.

 

ცნობისთვის,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს სთხოვს, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g